თბილისის ერთ-ერთ ბარში სტუმრების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი - 1978 წელს დაბადებული რ.ჩ.