"ორივე ბავშვი youtube-მა დააინვალიდა და ორივე მკურნალობს" - სკანდალური ინფორმაცია, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელდა
"თუ იცნობთ ვინმეს, ვინც რვა წლამდე ბავშვს დღეში საათზე მეტს ატარებინებს ეკრანთან, განსაკუთრებით ეტლით მგზავრობისას, ჭამისას, ბანაობისას, ა.შ., შეაჩვენეთ და გააგებინეთ" - ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მუსიკოსმა კოკა ნიკოლაძემ პოსტი 6 იანვარს გამოაქვეყნა. როგორც მუსიკოსი ამბობს, პოსტს პერიოდულად აზიარებს და ახალ დეტალებს ამატებს.