loader

ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა

4 სექ­ტემ­ბერს, ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას 26 წლი ახალ­გაზ­რდა, გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა. სამ­წუ­ხა­როდ, აფეთ­ქე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, ბიჭი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ორი და­შა­ვე­ბუ­ლი, მათ­გან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია. გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლისტ ნინო ომა­ნა­ძის ძმის­შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ნი­ნომ მისი ფო­ტო­ე­ბი თა­ვის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გიგა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, მას მე­უღ­ლე და პა­ტა­რა შვი­ლი დარ­ჩა. 

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კლუბ "დეჟა­ვუ­ში" კონ­დინ­ცი­ო­ნერს ამონ­ტა­ჟებ­დნენ და სწო­რედ ამ დროს აფეთ­ქდა ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი. მთე­ლი დღე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზებს არ­კვევ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. გიგა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლის, ხა­თუ­ნა ნო­ზა­ძის თა­ნაკ­ლა­სე­ლის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მის­გან გა­ი­გო ოჯახ­მა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი.