loader

"ბარემ ტრუსიკი ჩაიცვი... ტრუსიკი შენ ჩაიცვი" - ფიზიკური დაპირისპირების კადრები და ყვირილი კასპის მერიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბარემ ტრუსიკი ჩაიცვი... ტრუსიკი შენ ჩაიცვი" - ფიზიკური დაპირისპირების კადრები და ყვირილი კასპის მერიაში

კასპში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობა მერიის შენობაში შეიჭრა. მათ მერთან შეხვედრა მოითხოვეს თუმცა, თამაზ ტატანაშვილი დაიმალა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთ დევნილს მერიის თანამშრომელმა ჩაცმულობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა.

ფაქტი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა კასპის საკრებულოში, ნუგზარ ნონიაშვილმა გააპროტესტა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქეჩეროხის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახების გაღიზიანება წყლის პრობლემამ გამოიწვია, მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე ორი თვეა არ აქვს. ხელისუფლება კი მათ პრობლემის წლის ბოლომდე მოგვარებას პირდება.

წყარო: "მთავარი"