loader

კადრები 15 წლის გოგოს ნიშნობიდან, სადაც "ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოსტეხეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები 15 წლის გოგოს ნიშნობიდან, სადაც "ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოსტეხეს"

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და ა. წ. 19 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის, თ. ვ.-სა (და­ბა­დე­ბუ­ლი 15.12.2004 წ.) და მ. ს.-ს (დაბ. 26.10. 2004 წ.) ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ. სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი ნიშ­ნო­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სუფ­რა­ზე ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვნის ნათ­ლი­ი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის, ნუგ­ზარ ბე­ჯა­ნო­ვის მიერ მიწ­ვე­უ­ლ იქნა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ თე­ლა­ვი-ახ­მე­ტა-ყვა­რე­ლი-ლა­გო­დე­ხის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი, რამ­დე­ნი­მე სხვა თა­ნა­პარ­ტი­ელ­თან ერ­თად.

ამ ნიშ­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად "ამ­ბე­ბი.გე" ყა­რა­ჯა­ლის რწმუ­ნე­ბულს, ალას­კარ სარ­თა­ნოვს ესა­უბ­რა.

“აღ­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნო­ბა ყა­რა­ჯა­ლა­ში მარ­თლაც გა­ი­მარ­თა. იქ არ ვყო­ფილ­ვარ, გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 150-200-კა­ცი­ა­ნი სუფ­რა ყო­ფი­ლა ეზო­ში გაშ­ლი­ლი. ნა­თე­სა­ვებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც” ყო­ფი­ლან, ვი­ნა­ი­დან ენმ-ის წევ­რ ნუგ­ზარ ბე­ჯა­ნოვს და ვა­ლი­ე­ვე­ბის ოჯახს ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ქალ-ვაჟი 15 წლი­საა. რო­გორც ვიცი, გო­გო­ნა ჯერ არ გაჰ­ყო­ლია, არ ვიცი, ქორ­წი­ლი რო­დის ექ­ნე­ბათ.

ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბა დას­ჯა­დია, მაგ­რამ ვის ეყუ­რე­ბა? რო­გორც ამ­ბო­ბენ, „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა“ იმ­დე­ნი და­ლი­ეს, ცეკ­ვის დროს მე­ზობ­ლის გო­გო­ნას და­ე­ჯახ­ნენ და ფეხი მოს­ტე­ხეს. ზუს­ტად არ ვიცი, ვინ წა­აქ­ცია გო­გო­ნა. მის­თვის კა­ციშ­ვილს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია, რო­მელ ექიმ­თან წა­ყ­ვა­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი... ოღონდ სუფ­რა გა­ი­შა­ლოს და “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი” ყველ­გან მირ­ბი­ან. გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი ნიშ­ნო­ბა­ში 3-4 კა­ცით იყო ჩა­მო­სუ­ლი. ბოტ­კო­ვე­ლი სი­ტყვით გა­მო­სუ­ლა, მიყ­ვარს ყა­რა­ჯა­ლაო და ეგე­თე­ბი უთ­ქვამს. და­ნა­შა­უ­ლის ხელ­შე­წყო­ბა არაა, როცა იცი, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, გა­მო­დი­ხარ და ლო­ცავ? ყვე­ლა საქ­მის კურ­სშია ამ ნიშ­ნო­ბა­ზე, მათ შო­რის, პო­ლი­ცი­აც. ეს ბოტ­კო­ვე­ლი ოთხი რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტია”. განაგრძეთ კითხვა