კადრები 15 წლის გოგოს ნიშნობიდან, სადაც "ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოსტეხეს"
ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა ა. წ. 19 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არასრულწლოვნების, თ. ვ.-სა (დაბადებული 15.12.2004 წ.) და მ. ს.-ს (დაბ. 26.10. 2004 წ.) ნიშნობის შესახებ. სოფელ ყარაჯალაში გამართული ნიშნობის მრავალრიცხოვან სუფრაზე ერთ-ერთი არასრულწლოვნის ნათლიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლის, ნუგზარ ბეჯანოვის მიერ მიწვეულ იქნა „ნაცმოძრაობის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი, რამდენიმე სხვა თანაპარტიელთან ერთად.
ამ ნიშნობის დეტალების გასარკვევად "ამბები.გე" ყარაჯალის რწმუნებულს, ალასკარ სართანოვს ესაუბრა.
“აღნიშნული ნიშნობა ყარაჯალაში მართლაც გაიმართა. იქ არ ვყოფილვარ, გადმოცემით ვიცი, რომ დაახლოებით 150-200-კაციანი სუფრა ყოფილა ეზოში გაშლილი. ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად წვეულებაზე “ნაციონალებიც” ყოფილან, ვინაიდან ენმ-ის წევრ ნუგზარ ბეჯანოვს და ვალიევების ოჯახს ნათელმირონობა აკავშირებთ. ქალ-ვაჟი 15 წლისაა. როგორც ვიცი, გოგონა ჯერ არ გაჰყოლია, არ ვიცი, ქორწილი როდის ექნებათ.
ყველამ კარგად იცის, რომ არასრულწლოვნების ქორწინება დასჯადია, მაგრამ ვის ეყურება? როგორც ამბობენ, „ნაციონალებმა“ იმდენი დალიეს, ცეკვის დროს მეზობლის გოგონას დაეჯახნენ და ფეხი მოსტეხეს. ზუსტად არ ვიცი, ვინ წააქცია გოგონა. მისთვის კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია, რომელ ექიმთან წაყვანაზეა ლაპარაკი... ოღონდ სუფრა გაიშალოს და “ნაციონალები” ყველგან მირბიან. გიორგი ბოტკოველი ნიშნობაში 3-4 კაცით იყო ჩამოსული. ბოტკოველი სიტყვით გამოსულა, მიყვარს ყარაჯალაო და ეგეთები უთქვამს. დანაშაულის ხელშეწყობა არაა, როცა იცი, არასრულწლოვნები არიან, გამოდიხარ და ლოცავ? ყველა საქმის კურსშია ამ ნიშნობაზე, მათ შორის, პოლიციაც. ეს ბოტკოველი ოთხი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია”. განაგრძეთ კითხვა