loader

რომელი კლინიკის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი? - მარინა ეზუგბაიას განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი კლინიკის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი? - მარინა ეზუგბაიას განცხადება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4 ინფიცირებულის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კოვიდცენტრებში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 20 ახალი შემთხვევა, დღეს 1568 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. ამ 20 პაციენტიდან 8 არის დადასტურებულ პირთან კონტაქტი; 1 სამედიცინო პერსონალია, რომელიც არის ქალაქ რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი; 7 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; 4 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიების და კონტაქების დადგენის მიზნით. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 9 ადამიანი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.