loader

ზოდიაქოს 2 ნიშანი, ვისთვისაც დღევანდელი დღე ურთულესი იქნება და რომელ საათზე არის პიკი მოსალოდნელი - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზოდიაქოს 2 ნიშანი, ვისთვისაც დღევანდელი დღე ურთულესი იქნება და რომელ საათზე არის პიკი მოსალოდნელი - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

2 სექტემბრის მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზს რადიო „ფორტუნა“ ავრცელებს. მართალია, სავსემთვარეობის (ანუ მზისა და მთვარის დაპირისპირებას თევზებისა და ქალწულის ზოდიაქალურ ღერძზე) ენერგიის გავლენას მთელი დღის მანძილზე იგრძნობთ, მაგრამ პიკს 09:30 საათზე მიაღწევს. დღეს განსაკუთრებით მაღალია ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაძაბულობის, ცდუნებების და შეცდომების დაშვების, ჭორების და ინტრიგების ალბათობა. ეცადეთ, მაქსიმალურად ფრთხილად გაიაროთ რთული დღე, მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და კონფლიქტს, ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვას და საიდუმლოდ მოქმედებას, რადგან ყველაფერი დაფარული გაცხადდება და მხოლოდ უსიამოვნებას მოგიტანთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაძენად, ახალ წესებსა და კანონებში გასარკვევად. ნაკლებად გაამართლებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი და ფირუზისფერი, ასევე - მარგალიტი, ალექსანდრიტი, ამეთვისტო, მარჯანი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს და ტყუპებს.