"დადასტურდა, რომ არანაირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება არ მომხდარა" - რა კომენტარებს აკეთებენ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატები
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის გ.მ.-ს უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მხრიდან ადვოკატებისა და ბრალდებულების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს. ადვოკატის განმარტებით, მოსამართლემ მიმდინარე კვირის განმავლობაში სასამართლო პროცესი თითქმის ყოველდღე დანიშნა, რაც არასრულწლოვნების უფლებების დარღვევაა.