loader

"კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა" - რა დეტალზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ რამიშვილი ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კონდიციონერი იყო გამორთული, დაკეტილი იყო ოთხივე ფანჯარა" - რა დეტალზე ამახვილებს ყურადღებას მიხეილ რამიშვილი ტექნიკური ექსპერტიზის შემდეგ

ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც დეტალურად შეგვეძლო მიგვეღო ინფორმაცია, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა რუსთავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რამიშვილის განცხადებით, გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო დეტალი, მათ შორის ის, რომ გადაადგილების პერიოდში მანქანის ოთხივე ფანჯარა დაკეტილი იყო და გამორთული იყო კონდინციონერი.