loader

„თვალები რომ არ გაეხილა, უკვე ბალზამირებას უკეთებდნენ" - 20 წლის გოგონამ, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა, თვალები გაახილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„თვალები რომ არ გაეხილა, უკვე ბალზამირებას უკეთებდნენ" - 20 წლის გოგონამ, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა, თვალები გაახილა

მანამდე გოგონას სიკვდილის ფაქტი დაადასტურა როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად მიიჩნიეს, დამკრძალავ ბიუროში თვალი გაახილა, იუწყება ტელეარხი WXYZ-TV.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დეტროიტში (აშშ) მოხდა.


ირკვევა, რომ ექიმთა ბრიგადა გასულ კვირას ერთ-ერთ ოჯახში გამოიძახეს 20 წლის ტაიმიშა ბოშამპის დასახმარებლად, რომელსაც სიცოცხლის ნიშნები აღარ ეტყობოდა. სასწრაფო დახმარების ექიმები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ გოგონას „გაცოცხლებას“, რომელიც, მაშველთა თქმით, აღარ სუნთქავდა. წარუმატებელი ცდების შემდეგ ექიმებმა გოგონა გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ამის შემდეგ „გარდაცვლილი“ გოგონას შესახებ სამედიცინო ინფორმაცია სასამართლო მედიცინის ექსპერტებს გადაეცათ, რომლებმაც ასევე დაადასტურეს ბოშამპის გარდაცვალება. იმის გამო, რომ ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ ჩანდა, ექსპერტებმა ის გაკვეთის გარეშე გადასცეს გოგონას ოჯახს, რომლებსაც თავად უნდა შეერჩიათ დამკრძალავი ბიურო.

„თვალები რომ არ გაეხილა, უკვე ბალზამირებას უკეთებდნენ — აი, რა არის ყველაზე საშიში, უდიდესი კოშმარი ადამიანისთვის... დამკრძალავ ბიუროში თანამშრომლებმა ცხედრის ტომრის შესაკრავი გახსნეს და იქ თვალებგახელილი გოგონა დაინახეს“, — ციტირებს ტელეარხი ოჯახის ადვოკატის, ჯოფრი ფიჯერის სიტყვებს.