loader

ახალი ინფორმაცია შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ 3 პაციენტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი ინფორმაცია შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ 3 პაციენტზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება.

"თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან", - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.