loader

“შენი საფლავი მეზობლების წყალობით გამაჩნია, ორმოციც უზადოდ გადაგვახდევინეს“- თამარ ბაჩალიაშვილის დედის ამაღელვებელი წერილი შვილს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შენი საფლავი მეზობლების წყალობით გამაჩნია, ორმოციც უზადოდ გადაგვახდევინეს“- თამარ ბაჩალიაშვილის დედის ამაღელვებელი წერილი შვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ადამიანი ჭირში იცნობაო. დე შენი საფლავი მეზობლების წყალობით გამაჩნია.(აი მკვლელებს საფლავიც არ ეღირსებათ ყვავ-ყორნების საჯიჯგნი გახდებიან) აგრეთვე შენი ორმოციც უზადოდ გადაგვახდევინეს. მადლობა ჩვენს მართლაც და საამაყო სამეზობლოს. სიკეთეში გადამეხადოს.“

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.