loader

"არც კი ვიცი, რომელი ერთი უნდა ვიგლოვოთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც კი ვიცი, რომელი ერთი უნდა ვიგლოვოთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს: "დღეს გლოვის დღეა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რომელი ერთი უნდა ვიგლოვოთ. მძიმე და სასტიკია ეს წელი და ზაფხული განსაკუთრებით.

ავტოსაგზაო შემთხვევით დები, დედა-შვილი გარდაიცვალნენ. რომელი ერთი იტიროს ოჯახმა. ვგრძნობ მათ ტანჯვას, ფიქრებს. ახლა დაიწყება დარდი იმაზე, რომ ნეტა არ წასულიყვნენ ექსკურსიაზე. ახლა დაიწყება ყველაფერზე დარდი.. მერე გამუდმებით ფიქრი, სად მიდიან ადამიანები გარდაცვალების შემდეგ და ცაში ყურება.

დღეს 11 წლის ბავშვსაც ვგლოვობთ. მამამ ცემისგან რომ აიძულა, თავი მოეკლა. წარმოიდგინეთ, რა ძლიერი იყო შიში, რომელშიც ცხოვრობდა და უმძიმეს ყოფას რომ ურჩევნოდა მომკვდარიყო.

სასტიკი წელია. თითქოს ყოველ ჯერზე უფრო ცუდი ხდება, რომ უკვე მომხდარი ტრაგედია “არაფერი” გახადოს.

ყველა ჭირის(უფალს) ვუგზავნი სითბოს, სიყვარულს. ღმერთს ვთხოვ, თითოეულ მათგანს მისცეს ძალა, ამ ყველაფერს გაუმკლავდნენ."