loader

"შოკირებულები ვართ, ვერ ვლაპარაკობთ" - ვინ არიან დედა და შვილი, რომლებიც შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკირებულები ვართ, ვერ ვლაპარაკობთ" - ვინ არიან დედა და შვილი, რომლებიც შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლნენ

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

როგორც შევიტყვეთ, შემზარავი ავტოავარიის დროს დაღუპულ 17 ადამიანს შორის არის დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი, ნუცა ყანადაშვილი. ნუცას თურმე მოგზაურობა ძალიან უყვარდა და ამიტომ სხვადასხვა ტურით დადიოდა ხშირად. ერთ-ერთი გიდი ნიკა ჯმუხაძე "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ 17 ადამიანს შორის მისი საყვარელი
ტურისტიც აღმოჩნდა. "ვიზიარებ ამ უდიდეს ტრაგედიას. 17 ადამიანს შორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურისტი, ნუცა კანადაშვილია და ჩემი კოლეგა სერგო გორლიუკოვი. რთულია სიტყვების მოძებნა, ძალიან დიდი გულისტკივილია ეს ყველაფერი".

წყარო: "კვირის პალიტრა"