loader

როგორ გამოიყურება გზის მონაკვეთი, სადაც გუშინ მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება გზის მონაკვეთი, სადაც გუშინ მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა

შატილის გზაზე, სადაც გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.

მიკროავტობუსი, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, კვლავ ხევში რჩება. სიმაღლიდან გადავარდნილია ჯიპიც, რომელთან მიკროავტობუსის შეჯახებამაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა გამოიწვია. ჯიპი ხეებს შორისაა გაჭედილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, სავარაუდოდ, დღეს ამოიყვანენ.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა. დაღუპულთა შორის ერთი უცხოელია.



ასევე დაგაინტერესებთ: ხევი, საიდანაც გუშინ შატილში "მარშრუტკა" გადავარდა და 17 ადამიანი იმსხვერპლა

დეტალური ინფორმაცია შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ