loader

"ჩემზე უკვე "ნაჟიმი" წამოვიდა, შეიძლება ახლავე დამაკავონ" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს მამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემზე უკვე "ნაჟიმი" წამოვიდა, შეიძლება ახლავე დამაკავონ" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ-ს მამა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც თამაზ ხომასურიძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოკითხვაზე დაბარებულია მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე. კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც მას მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც სხვა საქმეზე "შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული".

ხომასურიძე არ გამორიცხავს, რომ ის დღესვე დააკავონ. მისივე განმარტებით, დღეს მის საცხოვრებელ სახლში სამართალადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები.