loader

პროკურატურამ გიორგი გახარია უდანაშაულოდ ცნო - რაში სდებდა ბრალს მამუკა ხაზარაძე მოქმედ პრემიერს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურამ გიორგი გახარია უდანაშაულოდ ცნო - რაში სდებდა ბრალს მამუკა ხაზარაძე მოქმედ პრემიერს?

საქართველოს პროკურატურამ გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უდანაშაულოდ ცნო.

2019 წლის 04 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო. რაზეც, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დღეს გავრცლებული დასკვნის თანახმად ცნობილი ხდება, რომ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

“სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.