loader

"თქვენი ხსოვნა იყოს, თქვე დამპალო კორუმპირებულებო" - ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა დაასრულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენი ხსოვნა იყოს, თქვე დამპალო კორუმპირებულებო" - ზ.ხ.-ს მამამ შიმშილობა დაასრულა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მისი მოთხოვნა მხედველობაში არ მიიღო. თამაზ ხომასურიძე შიმშილობის შეწყვეტისკენ საპატიმროში მყოფ შვილს, ზ.ხ-საც მოუწოდებს და ამასთანავე, აცხადებს, რომ სიცრუის დეტექტორზე თავისი შვილის გატარებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმდება, სასურველია, რომ იგივე პროცედურა გურამ ამირხანაშვილმა და გიორგი შაქარაშვილის ბიძამაც გაიარონ.