loader

“მართლა ჩააბეტონეს?“- პატარა ნიკოლოზი სურამის ციხის ლეგენდამ გააბრაზა და ტირილი დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მართლა ჩააბეტონეს?“- პატარა ნიკოლოზი სურამის ციხის ლეგენდამ გააბრაზა და ტირილი დაიწყო

მზია ბერაძე სოციალურ ქსელში მცირეწლოვანის ამაღელვებელ ვიდეს აქვეყნებს. ნიკოლოზმა სურამის ციხე პირველად ნახა და ლეგენდა მისი აგების შესახებ პირველად გაიგო, რამაც ძალიან ააღელვა.

“მართლა ჩააბეტონეს?“- ტირის ნიკოლოზი.

“ციხის აგება მრავალჯერ სცადეს, თუმცა ციხე ვერა და ვერ აღიმართა და გასამაგრებლად მის ერთერთ კედელში ადგილობრივი ახალგაზრდა ზურაბი ჩააყოლეს.
როგორ განიცადა ნიკოლოზმა ეს, როცა ნახა სურამის ციხე. ჩემი “ნიკოროზა“- წერს მზია ბერაძე.

უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს:
„სურამისა ციხეო,

სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.“