loader

კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 3 შემოტანილი შემთხვევაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 3 შემოტანილი შემთხვევაა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 370 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა და ამჟამინდელი მონაცემებით, 1108-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.