loader

"ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, ნამდვილი მკვლელი იპოვოს" - რას მოითხოვს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დიდი ბებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, ნამდვილი მკვლელი იპოვოს" - რას მოითხოვს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დიდი ბებია

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის პროტესტს გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ, კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძის მამა და ბებია.
როგორც თამაზ ხომასურიძის ბებია ლიანა ხომასურიძე აცხადებს, გენერალურ პროკურატურასთან თავის შვილიშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად თვითონაც აპირებს შიმშილობის დაწყებას, ვინაიდან პროკურატურა არ აკმაყოფილებს მისი ბრალდებული შვილთაშვილის მოთხოვნას.

მისი თქმით, არასრულწლოვანი შვილთაშვილი ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორი გაიაროს; ასევე დეტექტორი გაიარონ მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა, იაკობ ბრეგვაძემ და "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის მგზავრებმა. ლიანა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილთაშვილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში არ მონაწილეობდა და ის უდანაშაულოა.
"ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა. გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვოს. თუ ჩემი შვილთაშვილი მკვლელი იქნება, დასაჯონ ისე, როგორც საჭიროა. სწორედ ამ პოზიციის გამოსახატავად ვარ აქ მოსული. მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექნება", - განაცხადა ლიანა ხომასურიძემ.