loader

„3 დღე ვიშიმშილებ, შემდეგ გადავალ მშრალზე, შემდეგ ჩავიდენ სუიციდს“- რას ითხოვს ზ.ხ.-ს ოჯახი პროკურატურისგან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„3 დღე ვიშიმშილებ, შემდეგ გადავალ მშრალზე, შემდეგ ჩავიდენ სუიციდს“- რას ითხოვს ზ.ხ.-ს ოჯახი პროკურატურისგან?

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. შოთაძის უწყებასთან ზ.ხ-ს მამა და ბებია მივიდნენ.
ზ.ხ. და მისი ოჯახის მთავარი მოთხოვნა საქმის მასალებზე გაუთქმელობის შეზღუდვის მოხსნაა. ასევე ითხოვენ, ბრალდებული სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, როგორც მას უწყებაში განუმარტეს, მედიასთან ურთიერთობისას, მისი შვილის უფლებები დაირღვევა.
„გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ მედიასთან კავშირი უნდა შევწყვიტო, ისევ ჩემი შვილის ინტერესების გამო. 2 თვის განმავლობაში, როდესაც ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, ხომ მიდიოდა საუბარი ტელევიზიაში ჩემს შვილზე. ახლა, ბოლო წამებში აღარ შეიძლება, უკვე საუბარი?! ვერ ვხვდები", - განაცხადა ხომასურიძემ.

მისივე თქმით, მას ხვალიდან ყველა იმ არასრულწლოვნის მშობელი შეუერთდება, ვინც „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა.
„3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ. ხვალ ყველა სხვა მშობელი შემოგვიერთდება", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"შუამდგომლობა დავაყენეთ იმ პროკურორის აცილების თაობაზე, რომელიც მის გამოკითხვას ესწრებოდა და მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა განხორციელდა. აქედან გამომდინარე მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა და არ იქნება აცილებული ის პროკური, აცხადებს შიმშილობას.
დღეს სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოადგინა, ასევე წარმოადგინა მტკიცებულებები, რასთან მიმართებითაც ჩვენი პოზიცია უარყოფითია",- განაცხადა გელხაურმა

საქმეზე შემდეგი პროცესი 20 აგვისტოს 14:00 საათზე ჩაინიშნა.