პრემიერისა და ბავშვების შეხვედრა რუსთავში და კადრები, რომლებსაც "ფეისბუქგვერდი" "გახარია" ავრცელებს
17 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.