loader

"ასე დაიწყო ომი საქართველოში..." - რას ამბობს გიორგი გახარია 12 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე დაიწყო ომი საქართველოში..." - რას ამბობს გიორგი გახარია 12 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპაცია ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ემსახუროს ქვეყანას, რათა საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციას მივაღწიოთ.