შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატის კომენტარი სასამართლოში 11 პირის პროცესის დაწყებამდე
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება. როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. კერძოდ კი, უფლებადამცველები დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვენ.