მარიამ ჯაში გიორგი შაქარაშვილის ბიძის პოლიტიკურ კარიერაზე
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, უმძიმესი ტრაგედიებით პოლიტიკური მანიპულირების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია და მორალურად გაუმართლებელი, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან შაქარაშვილის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც შაქარაშვილის საქმის ადვოკატის და გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის მისამართით ჟღერდება, მიუღებელია და მან პოლიტიკური ელფერი მიიღო.