"ბებიამ დაატირა და ეს არ ამოვა ჩემი გონებიდან..." - ტარიელ ხეჩიკაშვილის ემოციური მოგონება გიორგი შაქარაშვილზე
ამ ადამიანს ჰქონდა უნიკალური თვისება - შემოეკრიბა თავის გარშემო ადამიანები. ბევრჯერ მითქვამს: ასე კაცი თავის გვარს ამართლებდეს, პირველად ვნახე-მეთქი. აი, მოედანზეც ასეთი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მცველი იყო, არ მახსოვს მისი უხეში თამაში და ისეთი ლამაზი, სასიამოვნო, აი, შვლის ნუკრივით იყო - კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის პიროვნუილ თვისებებზე გადაცემაში "360 გრადუსი".