სასტიკი ანგარიშწორება ახალგაზრდა ქალზე "მოლოტოვის კოქტეილით" - როგორია ამ დროისთვის მისი მდგომარეობა
სასტიკი ანგარიშსწორება ახალგაზრდა ქალზე თბილისში. 24 წლის გოგო, რომელსაც ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობით, ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას დამწვარი აქვს წვივი და ორივე ბარძაყი, რაც ბენზინის აალების შედეგად მიიღო. რა მოხდა, როგორია ამ მომენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც ეს უსასტიკესი ფაქტი საკუთარი თვალით ნახა და რას ამბობს მომხდარის შესახებ გამოძიება. დეტალები მარიამ კანდელაკის სიუჯეტში.