"ეს ჩემს ძმას ვერ დააბრუნებს!" - რისკენ მოუწოდა ჯორჯ ფლოიდის ძმამ ამერიკელებს (ნაწყვეტი გამოსვლიდან)
ჯორჯ ფლოიდის უმცროსი ძმა ტერენს ფლოიდი მინეაპოლისში იმ ადგილის მონახულებამდე, სადაც მისი ძმა გარდაიცვალა, სიტყვით ძმის მემორიალთან გამოვიდა. ფლოიდის ძმამ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და ქვეყანაში მისი ძმის გარდაცვალების გამო აგორებული იმ საპროტესტო ტალღის შესახებ ისაუბრა, რომელმაც სხვადასხვა ქალაქში ძალადობრივი სახე მიიღო. ტერენს ფლოიდმა ხალხს აჯანყების ნაცვლად პროტესტის მშვიდობიანი ფორმისა და არჩევნებში მონაწილეობის აქტიურად მიღებისკენ მოუწოდა.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ქვეყნის 75-ზე მეტ ქალაქში შეკრებილი დემონსტრანტები ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელის მიმართ მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას მოითხოვენ. თუმცა ზოგჯერ აქციები ძალადობრივ სახეს იღებს და პოლიციასთან შეტაკებებში გადადის. დემონსტრანტების ნაწილი არბევს შენობებს, წვავს პოლიციის მანქანებს და ძარცვავს მაღაზიებს.
ასევე დაგაინტერესებთ: უმძიმესი კადრები აშშ-დან: პოლიციელი დაკავებულს სადისტურად ექცევა, სასოწარკვეთილი შეძახილების მიუხედავად, ყველაფერი თითქმის, 9 წუთი გრძელდება