რა ვითარებაა ე.წ. საბურთალოს კლასტერის კორპუსთან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთი მისი კოლეგაა.