სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჯორჯ ფლოიდის დაკავების პირველი წუთები ჩანს - მამაკაცი მოგვაინებით, პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის გამო გარდაიცვალა
რედაქცია: გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩანაწერში დაფიქსირებულ სამართალდამცავებს ძალადობის ფაქტთან კავშირი არ აქვთ.
შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში სამართლიანობის აღსრულების მოთხოვნით საპროტესტოაქციები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თეთრ სახლთანაც. აქციის მონაწილეებს ჯორჯ ფლოიდის ფოტოები ეჭირათ და მის უკანასკნელ სიტყვებს : "ვერ ვსუნთქავ" - სკანდირებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრი სახლის შესასვლელ-გასასვლელები დროებით ჩაკეტა.
დემონსტრანტები ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ მოკვლას აპროტესტებენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლს მამაკაცს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ ვეღარ სუნთქავს.
ასევე დაგაინტერესებთ: უმძიმესი კადრები აშშ-დან: პოლიციელი დაკავებულს სადისტურად ექცევა, სასოწარკვეთილი შეძახილების მიუხედავად, ყველაფერი თითქმის, 9 წუთი გრძელდება