loader

თუ ევროპის ქვეყნებში გსურთ მოგზაურობა, გაიგეთ რომელ ქვეყანაში რა რეგულაციებია და როდის იხსნება საზღვრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ევროპის ქვეყნებში გსურთ მოგზაურობა, გაიგეთ რომელ ქვეყანაში რა რეგულაციებია და როდის იხსნება საზღვრები

მას შემდეგ, რაც covid-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების უდიდესი ნაწილი მოიხსნა, ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყეს იმაზე ფიქრი თუ სად შეიძლება ზაფხულის გატარება. covid-19-ის პრევენციის მიმართ, ყველა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს, შესაბამისად, განსხვავებულია მათი დამოკიდებულება საზღვრების გახსნისადმი.

ზოგმა ქვეყანამ საზღვრები მთლიანად გახსნა, ზოგმა ნაწილობრივ, თუმცა, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ჯერ-ჯერობით თავს იკავებს ტურისტების მიღებისგან.

თუკი, ევროკავშის ქვეყნებში აპირებთ ვიზიტს, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რომ საზღვრები 15 ივნისამდეა დაკეტილი. თუმცა, ეს შეზღუდვა თქვენზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, თუ თქვენ იმ ქვეყნიდან ხართ, რომელიც შენგენის ზონაში არ შედის.