loader

რა მდგომარეობაშია ცნობილი ფსიქიატრი, რომელსაც "კომენდანტის საათის" დასრულებისთანავე, ველოსიპედით სეირნობისას ავტომობილი დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაშია ცნობილი ფსიქიატრი, რომელსაც "კომენდანტის საათის" დასრულებისთანავე, ველოსიპედით სეირნობისას ავტომობილი დაეჯახა

22 მაისის ღამით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა. ველოსიპედს ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნების" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე მართავდა.  AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ანდღულაძე გვიან ღამით სამსახურიდან სახლისაკენ ველოსიპედით მიემართებოდა, რა დროსაც თამარაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლმა შემთხვევის ადგილი არ მიატოვა და თავადვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელიც დროულად მივიდა ადგილზე და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

AMBEBI.GE ანდღულაძის ოჯახს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება. ჩაუტარდა ერთი გადაუდებელი ოპერაცია.

იხილეთ სტატია: ველოსიპედისტი, რომელსაც "კომენდანტის საათის" მოხსნის შემდეგ ავტომანქანა დაეჯახა, ცნობილი ფსიქიატრია