"დილისთვის დაგვემატა 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა" - მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირებული კორონავირუსით დაინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის კლასტერს, ძირითადად კი სოფლებს - გეტასა და მუშავანს უკავშირდება.
მისივე თქმით, კიდევ 8 პაციენტი დაავადებულ პირებთან კონტაქტით დაინფიცირდა, ხოლო 2 დადასტურებული შემთხვევა საკარანტინო სივრცეებიდან გადმოიყვანეს.
„დღეს დილისთვის დაგვემატა 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 695 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული დაგვემატა 6 და არის 425. დღეს 258 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში.
18 ახალი შემთხვევიდან 8 ბოლნისის რაიონიდანაა. ძირითადად ესაა სოფლები - გეტა და მუშევანი. 8 არის დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ 2 არის ახალი დადასტურებული, რომელიც საკარანტინო სივრციდანაა. ბოლნისის 8 შემთხვევიდან 4 ჩვენთანაა მოთავსებული. დანარჩენი 4 სხვა ცენტრებშია. კიდევ ჩვენთან არის დადასტურებული ოჯახის წევრის 4 კონტაქტი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღეს დილით კორონავირუსით დაინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საბოლოო ჯამში ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 18 შემთხვევა დაფიქსირდა.