loader

რთული დღე გლდანის ბაზრის მოვაჭრეებისთვის - მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მათ დახლები დაატოვებინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რთული დღე გლდანის ბაზრის მოვაჭრეებისთვის - მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მათ დახლები დაატოვებინა

გლდანის ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის გახსნა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ნაყიდი პროდუქცია უფუჭდებათ. მათმა ნაწილმა ბოსტნეულის მარაგი ნაგვის ურნებშიც ჩაყარა.
თავის მხრივ, ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეების ტერიტორიაზე შეშვებაზე უარს აცხადებდა, ვინაიდან შესაბამისი რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო ზედამხედველობის სამსახურისგან ბაზრის ფუნქციონირების უფლება არ აქვს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში 80 აგრარული ბაზარია, საიდანაც ამ დროისთვის მხოლოდ 25-მდე ფუნქციონირებს.