"დღეს ჩვენ გვქონდა პიკი - ერთ დღეში ჩატარდა 1 096 კვლევა" - ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ახლა ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო კვირებია
15 მაისამდე Covid 19-ით ინფექციაზე დღეში 1 500-დან 1 700-მდე კვლევის, ხოლო 15 მაისის შემდგომ 2000-დან 2 5000-მდე კვლევის ჩატარება იგეგმება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე PCR ტექნოლოგიით კვლევას 12 ლაბორატორია აწარმოებს და კიდევ 3-ის დამატება იგეგმება. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, როდესაც შეზღუდვების შერბილება ხდება, აუცილებელია, რომ საზოგადოებისთვის PCR კვლევები უფრო ხელმისაწვდომი იყოს.