loader

"ველოდებით პასუხს და ალბათ, 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას" - ლევან რატიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ველოდებით პასუხს და ალბათ, 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას" - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ დაახლოებით 15 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაეწერებიან. რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში კვლავ 8 პაციენტი რჩება.