"ველოდებით პასუხს და ალბათ, 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას" - ლევან რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ დაახლოებით 15 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაეწერებიან. რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში კვლავ 8 პაციენტი რჩება.