ევროპიდან თბილისისკენ დღეს კიდევ ერთი რეისი მოემართება
დღეს, 27 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, ვარშავა-თბილისის მიმართულებით. სამშობლოში დასაბრუნებლად ამ რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები და მძიმე დაავადებების მქონე პირები.