loader

"იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა" - შოთა რეხვიაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იძულებული გავხდით მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა" - შოთა რეხვიაშვილი

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა,- აღნიშნულის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, კერძოდ, ქალაქ თეთრიწყაროში კარანტინი გამოცხადდა და 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით გაკონტროლდება შესვლა და გამოსვლა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში COVID 19-ით ინფიცირების 19 ფაქტია დადასტურებული, აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს ცენტრში, დანარჩენი ერთეული შემთხვევებია სამ სოფელში, თუმცა ამ სოფლების ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.