loader

ლევან რატიანის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან რატიანის განცხადება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-მდე პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 104 პაციენტი იმყოფება, კოვიდინფიცირებული კი მათგან არის 86.

"დღეს მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან. დანარჩენსაც ველოდებით, განმეორებით 13-ს. ალბათ, უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას", - განაცხადა რატიანმა.