"ათი ბავშვიდან 2 ბავშვში იყო გამოვლენილი ორმხრივი პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა ყოველთვის დამაკმაყოფილებელი იყო" - ბოჭორიშვილის კლინიკა
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში მარნეულიდან Covid-19-ის ინფექციის მქონე ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია ასევე კლინიკაში მყოფი 6 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.
ამასთან, როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
ამასთან, როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.