loader

რა ვითარებაა სამების საკათედრო ტაძარში - შიდა და გარე პერიმეტრის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა სამების საკათედრო ტაძარში - შიდა და გარე პერიმეტრის კადრები

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტანიობისთვის ემზადებიან. სამების გარე ტერიტორია მთლიანად მონიშნულია თეთრი საღებავით, სადაც დისტანციის დაცვით მრევლის განთავსებაა დაგეგმილი. ტაძრის გარე ტერიტორიაზე დგას 50-მდე სკამიც, თუმცა ამ დროისთვის, როგორც სკამების, ისე მრევლისთვის განკუთვილი გარე პერიმეტრის უმეტესი ნაწილი ცარიელია.

მომლოცველთა შედარებით მეტი რაოდენობა ფიქსირდება უშუალოდ ტაძარში, სადაც ამ დროისთვის მრევლის რაოდენობა 100 ადამიანს აჭარბებს. მათ შორის დაცულია დისტანცია.

ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პოლიციის ათამდე თანამშრომელი, რომელიც სამების გარე პერიმეტრზე განთავსდა.

სამების საკათედრო ტაძარში ლიტანიობა 23:00 საათზე დაიწყება.