loader

"სანამ ამ მონაცემებს მოგახსენებთ, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო" - მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანამ ამ მონაცემებს მოგახსენებთ, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო" - მარინა ეზუგბაიას ბრიფინგი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 10-ით არის გაზრდილი.

კარანტინის რეჟიმშია 4 990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462 პირი.

ინფორმაციისთვის, 306 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.