კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა - ჭიათურაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ
ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა. როგორც მოდებაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი გამოვლენილია და ისინი თვითიზოლაციაში არიან.
ცნობისთვის, მამაკაცს, რომელიც ხუთი დღის წინ ჭიათურის სოფელ ითხვისში საკუთარ ოჯახში თბილისიდან ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვიდეო: "რუსთავი 2"
ცნობისთვის, მამაკაცს, რომელიც ხუთი დღის წინ ჭიათურის სოფელ ითხვისში საკუთარ ოჯახში თბილისიდან ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვიდეო: "რუსთავი 2"