loader

მკვლელობა ლაგოდეხში - დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ბიძა მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა ლაგოდეხში - დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ბიძა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ. გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში, ბასრი საგნის გამოყენებით, სახისა და ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას - 1955 წელს დაბადებულ თ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.