loader

რა ხდებოდა მსოფლიოში 100 წლის წინ, როდესაც "ესპანურმა გრიპმა" ყოველი მე-10 ინფიცირებული, ჯამში 50 მლნ-მდე ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა მსოფლიოში 100 წლის წინ, როდესაც "ესპანურმა გრიპმა" ყოველი მე-10 ინფიცირებული, ჯამში 50 მლნ-მდე ადამიანი იმსხვერპლა

უმეტესად ქვეყნები, მიუხედავად კოლოსალური ეკონომიკური ზიანისა, კორონავირუსს კარანტინით ებრძვიან. არიან ქვეყნები, რომლებიც არ ჩქარობენ მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებას და ამით ბიზნესის და ეკონომიკის რელსებზე შენარჩუნებას იმედოვნებენ.
რომელი ქვეყნის სტრატეგია იქნება სწორი და უკეთესი შედეგების მომტანი, ამ ეტაპზე გაურკვეველია. ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში ამერიკელმა მეცნიერებმა, ეკონომისტებმა 100 წლის წინ მომხდარ მოვლენებს მიაქციეს ყურადღება. მაშინ მსოფლიოში ე.წ. ისპანკა, ესპანური გრიპი მძვინვარებდა, რომელმაც 50–70 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თითქმის ყოველმა მესამემ გადაიტანა გრიპი და დაახლოებით ყოველი მეათე ინფიცირებული გარდაიცვალა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდა ის შტატები, რომლებიც უფრო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ, ვიდრე ეკონომიკაზე.  თავიდან ყველას ერთნაირად გაუჭირდა, მაგრამ გრიპის შემდეგ ცხოვრების ნორმალურ პრიბობებში დაბრუნება უფრო სწრაფად და ეფექტურად იმ ადგილებში მოხდა, სადაც თავიდანვე შემოიღეს კარანტინი, შეზღუდეს კონტაქტები და წინ წამოსწიეს ჰიგიენა.