loader

სააკაშვილმა დაასახელა 2 რამ, რაც "ნაცმოძრაობას" შესაძლებლობას მისცემს, უფასოდ დააბრუნოს სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილმა დაასახელა 2 რამ, რაც "ნაცმოძრაობას" შესაძლებლობას მისცემს, უფასოდ დააბრუნოს სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები

დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება - ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანის ჩამოყვანით. ეს ხალხი უფასოდ მოგვყავს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, იმისათვის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს, ორი რამ არის საჭირო: ერთი - საქართველოს საელჩოების წერილით მიმართვა რომელიმე ქვეყნის აეროპორტისადმი და მეორე - თბილისის აეროპორტის გახსნა.