loader

რუსეთის პატრიარქმა მოსკოვს "მერსედესის" ავტომობილით, ღვთისმშობლის ხატითა და ლოცვით შემოუარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის პატრიარქმა მოსკოვს "მერსედესის" ავტომობილით, ღვთისმშობლის ხატითა და ლოცვით შემოუარა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვს "მერსედესის" ავტომობილით, ღვთისმშობლის ხატითა და ლოცვით შემოუარა. მსვლელობის ფრაგმენტი "ტელეგრამის" ერთ-ერთი არხის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცა.

ასევე დაგაინტერესებთ: [4ფოტო] მთავარეპისკოპოსმა იაკობმა თბილისს ვერტმფრენით შემოუფრინა და იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დალოცა ქალაქი

შეგახსენებთ,  მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. "თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა გასაოცარი, წმინდა მაგალითი მარიამ მეგვიპტელისა", - განაცხადა პატრიარქმა მაცხოვრის სახელობის ტაძარში ქადაგებისას. მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია ცხონდე.